ტრენინგები​

PACT-ის მიზანია ევროპიდან და კავკასიიდან პროექტის პარტნიორების კომპეტენციების გაზრდა პროექტის მართვაში ტრანსნაციონალური ტრენინგების მეშვეობით. ამ მიზნით, ევროპელი პარტნიორების მიერ პროექტის მართვის არსებული ხელსაწყოების გამოყენებით, კავკასიელი პარტნიორებისთვის შემუშავებულ იქნა პირველი, სტანდარტული ტრენინგი პროექტის მართვაში.

ტრენერთა პირველი ტრენინგი ჩატარდა საქართველოს უნივერსიტეტში (თბილისი, საქართველო) 2014 წლის 23-25 სექტემბერს, სადაც მონაწილეობა მიიღო 30 ტრენერმა საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ტრენინგის მიზანი იყო, მომავალი ტრენერებისთვის გაეცნოთ ტრენერთა ტრენინგის პროგრამა. მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მართვის საფუძვლები, სამიზნე ჯგუფებისთვის ტრენინგების პროცესში როგორ უნდა იქნას გამოყენებული პროექტის მართვის ხელსაწყოები. ინტერაქტიული მეთოდების გამოყენების მეშვეობით ყველა მონაწილე გაეცნო დამხმარე ხელსაწყოების გამოყენების სპეციფიკას. ტრენინგის მონაწილეეები არიან გამოცდილი მკვლევარები, პროექტის პარტნიორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კავკასიის უნივერსიტეტებიდან, რომლებიც შემდგომში იქნებიან, ტრენერები ახალგაზრდა მკვლევარების, სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისა და ახალგაზრდა ლექტორებისათვის.

ახლა, როცა მომავალმა ტრენერებმა გაიარეს ტრენერთა ტრენინგი, მიმდინარეობს სასწავლო კურიკულუმზე მუშაობა საერთაშორისო პროექტის მართვასთან დაკავშირებით, რომელიც განკუთვნილია ახალგაზრდა მკვლევარების, სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისა და ახალგაზრდა ლექტორებისათვის. კავკასიის რეგიონში ჩატარდება ტრენინგების 18 სესია. ტრენინგების პროგრამა ასევე მოიცავს მენტორების პროგრამას.

თუ დაინტერესებული ხართ PACT-ის ტრენინგებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

 

Photo