პროექტის შესახებ​

კავკასიის რეგიონში (აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო), ბოლო პერიოდში, კვლევა და განვითარება სტატიკურ მდგომარეობაშია. მათ უნდა უზრუნველყონ კვლევითი და განვითარების სამუშაოების დაფინანსება გარე წყაროების მეშვეობით. უნივერსიტეტების კვლევითი კომპეტენცია ძირითადად დაბალია, რადგან უმთავრესი აქცენტი გაკეთებულია სწავლების კომპონენტზე. აზერბაიჯანში, სომხეთში და საქართველოში დოქტორანტების უმეტესობა სწავლობს თვითდაფინანსებით.

ევროპულ უნივერსიტეტებში ძირითადი სამუშაო მიმართულია სამაგისტრო პროგრამების შეთავაზებაზე, ტრენინგების და სამუშაო შეხვედრების (workshop) ორგანიზებაზე სადოქტორო პროგრამებზე, რათა შეასწავლონ სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევარებს და ლექტორებს, თუ როგორ იქნას გამოყენებული კვლევისა და განვითარების მიზნებისთვის საერთაშორისო პროექტების დაფინანსება. ისინი სწავლობენ, თუ როგორ გამოიყენონ საერთაშორისო დაფინასება საკუთარი იდეების და კვლევების დასაფინასებლად. ასევე, ევროპულმა კომისიამ გაიღო უდიდესი ძალისხმევა პროექტის მართვის ინსტრუმენტების განვითარების კუთხით, რათა დაეხმაროს პროექტის ავტორებს და აპლიკანტებს საერთაშორისო და ევროპული კომპეტენციის პროექტების განვითარების და მართვის პროეცესში (მაგ:Survival Kit for Lifelong Learning Projects). ამ ხელსაწყოების გამოყენების ეფექტური ტრანსფერი არ მომხდარა კავკასიის რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იძლევიან კვლევითი კომპეტენციის და საერთაშორისო ურთიერთობების გაზრდის საშუალებას აღნიშნულ რეგიონში.

PACT-ის ძირითადი მიზანია, რომ მოხდეს  ევროპული კომისიის მიერ დაფინასებული პროექტებიდან მიღებული ცოდნის ეფექტური ტრანსფერი კავკასიის რეგიონში, რაც წვლილს შეიტანს კომპეტენციების ზრდასა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში კავკასიის უნივერსიტეტებში.

რატომ ხდება ფოკუსირება კავკასიის რეგიონზე?

სომხეთმა, აზერბაიჯანმა და სქართველომ შეიმუშავეს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ეროვნული პრიორიტეტები. საერთაშორისო პროექტების განვითარება და გრანტების შემუშავების უნარ-ჩვევები მიჩნეულია, მომავალში წარმატებული, ტრანსნაციონალური აკადემიური პროექტების განვითარების საფუძვლად. PACT-ის მიზანია, რომ მისცეს ახალგაზრდა მკვლევარებს ხელსაწყოები და უნარ-ჩვევები, თუ როგორ განავითარონ საკუთარი საპროექტო იდეები, მოახდინონ პროექტების სტრუქტურირება იმგვარად, რომ მათ მიიღონ საერთაშორისო დაფინასება.