პლატფორმა​

PACT-ის პროექტის ფარგლებში შემუშავებულია თავისუფალი წვდომის პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდა მკვლევარებზე, ლექტორებზე, სადოქტორო პროგრამების სტუდენტებზე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების წარმომადგენლებზე, რომელთაც აქვთ პროექტების მართვის ინტერესი, რათა მომავალში შეძლონ  ახალი პროექტების მომზადების პროცესში ჩართვა. პლატფორმას გააჩნია დამხმარე ხელსაწყოები, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გაავრცელონ, ისწავლონ, ჰქონდეთ კომუნიკაცია და ერთობლივად შექმნან ინტელექტუალური პროდუქტი.

პლატფორმის ძირითადი ფუნქცია იქნება: ვიდეო და აუდიო კონფერენციების ორგანიზება, სამუშაო მაგიდის (desktop), პრეზენტაციების გაზიარება, ელექტრონული სწავლების საშუალებების გამოყენება და სხვა. შესაძლებელი იქნება, ოცზე მეტი მულტიმედიური სწავლების ობიექტზე (Multimedia Learning Object) მუშაობა.

პლატფორმაზე მუშაობისას მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შექმნან ელექტრონული სივცეები, როგორიცაა:

  • პროექტების იდეების სტრუქტურირება ლოგიკური ჩარჩოს და ლოგიკური მოდელების გამოყენების საშუალებით;
  • დაგეგმარება, ორგანიზება და პროექტების აქტივობების აღწერა;
  • ხარისხის მართვის და შეფასების კრიტერიუმების განხილვა;
  • პროექტის კომუნიკაცია;
  • ინტერკულტურული საკითხები;