მენტორობის პროგრამა​

გარდა იმისა, რომ პროექტი ორიენტირებულია ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებაზე, ის ასევე, სთავაზობს მენტორობის პროგრამას. მენტორობის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია საერთაშორისო პროექტების განვითარებაზე, შეიცავს რამდენიმე ფაზას:

ურთიერთობის ჩამოყალიბების ფაზა

შეთანხმების წარმოების ფაზა

მსმენელის(mentee) დახმარების ფაზა

ურთიერთობის დასრულების ფაზა

მენტორობის პროგრამის მიზნებია მსმენელების მოტივირება, მათი შთაგონება და მათი გამოწვევა, რომ შეიცვალონ შეხედულებები, ცოდნა ან მუშაობის მეთოდები. მენტორობის სისტემის განვითარება მოხდება PACT-ის პლატფორმის და მისი საკომუნიკაციო ქსელის სექციის ( networking section) მეშვეობით: მენტორობის ტანდემებს შეეძლებათ, რომ შეხვდნენ კერძო და საჯარო ფორუმებზე, განიხილონ საკითხები და ასევე, ატვირთონ დოკუმენტაცია.

თუ ხართ, ექსპერტი პროექტის მართვაში და ხართ დაინტერესებული, რომ ჩაერთოთ ამ პროცესში,  თქვენ გექნებათ საშუალება, რომ:

  • დაამყაროთ კავშირები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან;
  • დაეხმაროთ ახალგაზრდა კოლეგებს, რომ ისწავლონ თქვენი გამოცდილების საუძველზე და  გაიუმჯობესონ საკუთარი უნარები ამ სფეროში;

დაუკავშირდით PACT-ის გუნდს, თუ დაინტერესებული ხართ, რომ გახდეთ მენტორი!